„გალერია თბილისში“ დაკვამლიანება იყო
„გალერია თბილისში“ დაკვამლიანება იყო

„გალერია თბილისში“ დაკვამლიანება იყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იყო გამოძახება ძლიერი დაკვამლიანების გამო. მათივე ცნობით, დაიწვა გამწოვი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოხდა ხალხის სრულად ევაკუაცია.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე უსაფრთხოების მიზნით რჩებიან.