შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - „გალერია თბილისში“ ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - „გალერია თბილისში“ ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია

„გალერია თბილისში“ ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება „თბილისი გალერის“ შენობაში დაკვამლიანების შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.

ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სუტუაციები“, – აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.