„ლუფთანზას“ თანამშრომლების გაფიცვის გამო 1 300 რეისი გადაიდება
„ლუფთანზას“ თანამშრომლების გაფიცვის გამო 1 300 რეისი გადაიდება

ავიაკომპანია „ლუფთანზა“ თანამშრომლების დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ვებგვერზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ხვალ და ზეგ დაგეგმილი გაფიცვის გამო 1 300 რეისი გადაიდება.

„გაფიცვის გამო გადადებულია 1 300 რეისი, რაც დაახლოებით 180 000 ადამიანს დააზარალებს,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის თანამშრომლების გაფიცვა ხვალ დილით დაიწყება. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე აქცია და კომპანია „ლუფთანზას“ სათავო ოფისთან მიტინგის ჩატარება. პროფკავშირი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობისგან შრომით ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

​„ლუფთჰანზას“ თანამშრომლები 20 ოქტომბერსაც გაიფიცნენ, რის გამოც ასზე მეტი რეისი გადაიდო.