შვეიცარიის ელჩი - დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ყველა მხარე მუშაობს ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე, ეს ჩვენთვის, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხია
ვიმედოვნებთ, ექიმი გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება და თავის ოჯახს დაუბრუნდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა განუცხადა.
„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გვაშფოთებს. დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ყველა მხარე მუშაობს ამ საქმეზე. ეს ჩვენთვის, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხია. ვიმედოვნებთ, ექიმი გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება და თავის ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა.