შვეიცარიის ელჩი – დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ყველა მხარე მუშაობს ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე, ეს ჩვენთვის, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხია

22:31, 12.12.2019

ვიმედოვნებთ, ექიმი გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება და თავის ოჯახს დაუბრუნდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა განუცხადა.

​„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გვაშფოთებს. დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ყველა მხარე მუშაობს ამ საქმეზე. ეს ჩვენთვის, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხია. ვიმედოვნებთ, ექიმი გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება და თავის ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა.

მსგავსი