შვეიცარიაში, ვალესში ტყეში ხანძარი გაჩნდა, მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
შვეიცარიაში, ვალესში ტყის ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, ადგილზე 150-მდე მეხანძრე და 25 პოლიციელია მობილიზებული, თუმცა ხანძარი უკონტროლოა და სწრაფად ვრცელდება.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, რაიონში მდებარე სოფლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.