შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს
შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ შვედეთში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს.
შვედეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შვედეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა“, – აცხადებენ შვედეთში საქართველოს საკონსულოში.
შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი.