შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

10:15, 16.11.2018

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია შვედეთთან.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში კომუნიკაციაშია შვედეთთან“, – განუცხადეს 1tv.ge-ს შსს-ში.

მკვლელობის სხვა დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.

მსგავსი