შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია შვედეთთან.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში კომუნიკაციაშია შვედეთთან“, – განუცხადეს 1tv.ge-ს შსს-ში.
მკვლელობის სხვა დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.