შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს

14:18, 16.11.2018

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ შვედეთში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს.

შვედეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შვედეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა“, – აცხადებენ შვედეთში საქართველოს საკონსულოში.

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი.

 

მსგავსი