შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ლევან დადუნაშვილის მეგობარი მივიდა.
51-ე სკოლის მოსწავლე შსს-ში მშობელთან და ადვოკატთან ერთად მივიდა.
ადვოკატის თქმით, მოზარდი ხელახალი გამოძიების ფარგლებში უკვე მეორედ დაიბარეს შსს-ში, თუმცა უფლებადამცველი არ აკონკრეტებს, რა არის ხელმეორედ გამოკითხვის მიზეზი და მიაწვდის თუ არა არასრულწლოვანი გამოძიებას რაიმე ახალ ინფორმაციას.
შსს-ში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე.