კახეთის გზატკეცილზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.
საქმე ეხება ტაქსის მძღოლსა და ორ პირს შორის მომხდარ ინციდენტს. ოფიციალური ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკებისას ორმა პირმა ტაქსის მძღოლს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ასევე დაუზიანეს ავტომანქანაც. დაკავებულებს გამოძიება ხულიგნობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული პირები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.
უწყების ცნობით, არც ერთი მათგანი სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი არ არის, ერთ-ერთი მათგანი პოლიციაში 1996 წელს მუშაობდა.