შსს - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
„ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გრძელდება გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვის პროცესი“, – აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.