შობა იემენში: ბილბორდები, რომელიც საშინელ კონტრასტს გვიჩვენებს
22:09, 29.12.2017
“ყოველ 10 წუთში იემენში ერთი ბავშვი იღუპება” – ვკითხულობთ UNICEF-ის ანგარიშში.
“50 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილისა და დაავადებების გამო სიკვდილის პირასაა”, – ვკითხულობთ independent.co.uk-ის სტატიაში.
იემენის სამოქალაქო ომის დროს 4600 მოქალაქე დაიღუპა, 8000 დაიჭრა, ხოლო 1200 ბავშვი მოკლეს.
2015 წლის მარტიდან აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცეს საუდის არაბეთს, რომელიც იემენში სამხედრო კოალიციას ხელმძღვანელობს.
ეს ფაქტების მცირე ჩამონათვალია, რომელმაც იემენს სერიოზული ზიანი მიაყენა. ამ ფონზე არტისტმა იგორ დობროვოლსკიმ ბერლინში გადაღებული ფოტოებისგან ბილბორდები შექმნა და იემენში არსებული სიტუაცია ევროპულ რეალობას შეადარა. ფოტოპროექტს “შობა იემენში” ჰქვია.