აშშ-ის სამხედრო ავიაციამ იემენში შიიტი „ჰუსიტების“ პოზიციები დაბომბა
აშშ-ის სამხედრო ავიაციამ იემენში შიიტი „ჰუსიტების“ პოზიციები დაბომბა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო ოთხი ფრთოსანი რაკეტის და ერთი უპილოტო აპარატის განთავსების ადგილები დაბომბეს.
პარალელურად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენიდან ადენის ყურის მიმართულებით გაშვებული სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოგდეს.
„ეს ქმედებები მიიღება ნავიგაციის თავისუფლების დასაცავად და საერთაშორისო წყლების, აშშ-ის საზღვაო ძალებისა და სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
March 7 Red Sea Update
Between the hours of 3:35 p.m. and 4:55 p.m. (Sanaa time), United States Central Command (CENTCOM) conducted self-defense strikes against four mobile Houthi anti-ship cruise missiles (ASCM) and one Houthi unmanned aerial vehicle (UAV) in Houthi-controlled… pic.twitter.com/WBrJ0kmiTJ
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 8, 2024