შირაქის ველზე მიწის შესყიდვასა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაზე სამი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა
შირაქის ველზე მიწის შესყიდვასა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაზე სამი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

შირაქის ველზე, 3600 ჰექტარი ფართობი მიწის ნაკვეთის შესყიდვასა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაზე სამი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

როგორც პირველ არხს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, გუშინ საღამოს ბანკსა და მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის შედგა მოლაპარაკება და მიღწეული შეთანხმების თანახმად, „საქართველოს ბანკი“ მოსახლეობას გრძელვადიან ხელშეკრულებას უპროცენტოდ გაუფორმებს.

ყოფილი ხელისუფლების დროს, 2010 წელს, მოსახლეობის კუთვნილი მიწა, მათთან შეთანხმების გარეშე, კერძო კომპანიაზე გასხვისდა, კომპანიამ მიწა ბანკში ჩადო და ვალის გადაუხდელობის გამო, ბანკის საკუთრება გახდა, რომელმაც მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ხვნა-თესვის სამუშაოების უფლება არ მისცა და იქ დაქირავებული დაცვის კომპანია დააყენა.

ამასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობამ გუშინ აქცია გამართა. ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობამ „საქართველოს ბანკის“ მიერ დაქირავებული დაცვის კომპანიის 50 წარმომადგენლის შირაქში მობილიზება გააპროტესტა.

 

ავტორი: ჟანა დიდებაშვილი