დედოფლისწყაროში ერთ ჰექტრამდე ხორბლის ყანა დაიწვა [ვიდეო]

15:58, 25.06.2021

დედოფლისწყაროში ერთ ჰექტრამდე ხორბლის ყანა დაიწვა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ჯერ უკვე აღებულ ყანაში გაჩნდა, ხოლო შემდეგ დანარჩენ ფართობს მოედო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახდინეს. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი