საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 17:37 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ ქვემო ქედთან იყო.