შინაგან საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რაიონი, სოფელი მლეთა) გადატვირთული მოძრაობის და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30 ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ“, – ანიშნულია უწყების განცხადებაში.