ლომისობასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში 80-მდე მაშველია მობილიზებული
ლომისობასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში 80-მდე მაშველია მობილიზებული

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში 80-მდე მაშველია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც ცნობილია, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე რთული რელიეფის გამო ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.

დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაული ლომისობა აღინიშნება.