ლომისობასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში მაშველები არიან მობილიზებული
ლომისობასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში მაშველები არიან მობილიზებული

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში მაშველები არიან მობილიზებული. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე რთული რელიეფის გამო, ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.

დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაული ლომისობა აღინიშნება.