ლომისობის დღესასწაულზე მაშველების დახმარება ოთხ ადამიანს დასჭირდა
ლომისობის დღესასწაულზე მაშველების დახმარება ოთხ ადამიანს დასჭირდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლომისობის დღესასწაულზე მლეთასა და სალოცავისკენ მიმავალ გზაზე მაშველების დახმარება ოთხ ადამიანს დასჭირდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მძიმე დაზიანება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

„13:00 საათამდე სამაშველო დახმარება დასჭირდა ოთხ ადამიანს. წინასწარი დათვალიერების შედეგად არც ერთ მათგანს არ აღენიშნება მოტეხილობა ან მძიმე ხარისხის დაზიანება”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.