შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა კონტაქტებიდან 60-დე პირი თვითიზოლაციაში გადავიდა
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 46 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 14 ნიმუში გორში დღეს დადასტურებული შემთხვევის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული ორი მედდის კონტაქტია.
რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა კონტაქტებიდან 60-დე პირი თვითიზოლაციის რეჟიმში გადაიყვანეს.
გორში დღეს ახალი კორონავირუსი 48 წლის მამაკაცს დაუდგინდა. ის „ემბავუდის“ თანამშრომლის მეუღლეა, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.