გორში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
გორში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

გორში „კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ავეჯის მაღაზია „ემბავუდის“ ინფიცირებული თანამშრომლის მეუღლეს.

არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელია.

დღეს ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ნიმუშებს აუღებენ.

გუშინ შიდა ქართლში ინფიცირებული სამი პირის კონტაქტებიდან აღებული 15 ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში, აქედან  კორონავირუსი ერთ შემთხვევაში დადასტურდა.

„გუშინ გაგზავნილი ნიმუშებიდან ერთი დადასტურდა. „კოვიდ 19“ დაუდასტურდა „ემბავუდის“ თანამშრომლის ქმარს. ჩვენ ვმუშაობთ და ვაგრძელებთ კონტაქტების შესწავლას. ყველა პირი, ვინც საეჭვო შეიძლება ყოფილიყო, გაიტესტა. მათთან შემხებლობაში მყოფ პირებს მიეცათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია.

არ მაქვს უფლება, ვთქვა რომელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, თუმცა ყველა პირს ავუღებთ ნიმუშს, ვისაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ მამაკაცთან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა.