შიდა ქართლში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
შიდა ქართლში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს დადასტურებულ ახალ შემთხვევებს შორის ორი პაციენტი შიდა ქართლიდანაა.

კერძოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა გორში მცხოვრებ 47 წლის ქალს. პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში 31 მაისს მიიყვანეს ბრონქიტის დიაგნოზით. ტესტირების შედეგი უარყოფითი იყო. გუშინ, 11 ივნისს განმეორებითმა ტესტირებამ „კოვიდ-19“ დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი „ემბავუდის“ გორის ფილიალის თანამშრომელია.

მეორე პაციენტი კასპის მცხოვრებია. არსებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის კლასტერია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს