შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა კონტაქტებიდან 60-დე პირი თვითიზოლაციაში გადავიდა

17:58, 13.06.2020

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 46 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 14 ნიმუში გორში დღეს დადასტურებული შემთხვევის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული ორი მედდის კონტაქტია.

რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა კონტაქტებიდან 60-დე პირი თვითიზოლაციის რეჟიმში გადაიყვანეს.

გორში დღეს ახალი კორონავირუსი 48 წლის მამაკაცს დაუდგინდა. ის „ემბავუდის“ თანამშრომლის მეუღლეა, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

მსგავსი