შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი დაკავებულია. ცნობილი სპორტსმენი ნიუ-იორკის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.
მაკგრეგორი, მამაკაცების ჯგუფთან ერთად, ავტობუსს დაესხა თავს და შუშა ჩაამტვრია. სწორედ ეს გახდა კონორ მაკგრეგორის დაკავების მიზეზი.
ავტობუსს მედიაშეკრების შემდეგ სპორტსმენები გადაჰყავდა.
ირლანდიელ სპორტსმენს თან ახლდა შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, რუსი სპორტსმენი, არტიომ ლობოვი. მაკგრეგორისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ, რადგან გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.
UFC-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი „აბსოლუტურად მიუღებელია“, არტიომ ლობოვს კი შაბათს, ალექს კასერესთან დაგეგმილი ბრძოლა გაუუქმეს.