კონორ მაკგრეგორმა არ გამორიცხა ირლანდიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა #1TVSPORT
კონორ მაკგრეგორმა არ გამორიცხა ირლანდიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა #1TVSPORT

ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა ახსნა, რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე სხვა კანდიდატებთან მიმართებაში, თუ ის გადაწყვეტს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

„თუ გადავწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას, ჩემი პოტენციური კონკურენტები იქნებიან: 78 წლის ჯერი, 75 წლის ბერტი და 74 წლის ენდი. თითოეული მათგანი მჭიდროდ არის დაკავშირებული საკუთარი პარტიის პოლიტიკასთან და არ აინტერესებს, რას ფიქრობს საზოგადოება. ეს პარტიები მართავენ საკუთარ თავს და არა ხალხს. და ამ დროს, კანდიდატი შეიძლება ვიყო მე, 35 წლის ახალგაზრდა, აქტიური და პოლიტიკაში ახალბედა. მე არ მაქვს არანაირი კუთვნილებანი, არ ვარ ვინმეზე დამოკიდებული, არ გამაჩნია ფავორიტიზმი რომელიმე პარტიის მიმართ. პრეზიდენტის რანგში ხელისუფლებაში ვიქნები არა მე, არამედ ირლანდიელი ხალხი“, – დაწერა „ტვიტერში“ MMA-ის მებრძოლმა.

უფრო ადრე მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „ირლანდია, შენი პრეზიდენტი“.

დღეს ირლანდიის მოქმედი პრეზიდენტია მაიკლ ჰიგინსი, რომელიც ამ პოსტს 2011 წლიდან იკავებს. მომდევნო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.