UFC-მ კონორ მაკგრეგორის დაბრუნების პირველი თიზერი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
UFC-მ კონორ მაკგრეგორის დაბრუნების პირველი თიზერი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

UFC-მ წარმოადგინა ლეგენდარული კონორ მაკგრეგორის მომავალი ბრძოლის პირველი თიზერი.

ვიდეოში უჩვენეს მაკგრეგორის ხასიათი The Foggy Dew-ის სიმღერის ფონზე, რომლითაც ირლანდიელი, ჩვეულებრივ, ოქტაგონზე გადის.

კონორ მაკგრეგორი ამა წლის 29 ივნისს UFC 303-ის ტურნირზე შეხვდება მაიკლ ჩენდლერს.

ირლანდიელს 2021 წლის შემდეგ არ უჩხუბია, რაც დასტინ პორიესთან ბრძოლისას ფეხი მოიტეხა.