შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას „ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელიძე და „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ეღთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი მიიღებენ.
არჩევნების მეორე ტურს ცესკო დანიშნავს.
მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მცხეთის ოლქის შედეგები დღეს შეაჯამა. კომისიის სხდომას ოპოზიციური პარტიებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ესწრებიდნენ, თუმცა საკითხების განხილვამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე შარიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და შემაჯამებელ ოქმს უკანონო უწოდა.
„მცხეთის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში პენტენციალურ დაწესებულებაში იყო 46-ე უბანი, სადაც მაჟორიტარული სისტემით 161 ამომრჩეველს უნდა მიეცა ხმა, იმ შემაჯამებელ ოქმში კი უფრო მეტი იყო. აქედან გამომდინარე, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ეს საკითხი დღის წესრიგში დავაყენეთ და კომისიამ ერთხმად მიიღო 46-ე უბნის მაჟორიტარული ოქმის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე დღის წერიგში დადგა მეორე ტურის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ შალვა კერესელიძემ და ცეზარ ჩოჩელმა. შემაჯამებელი ოქმი შედგა. ამ ოქმის საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს გამოაცხადებს მეორე ტური როდის გაიმართება“, – განაცხადა მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რობერტ აზარაშვილმა.