ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროის მონაცემებით, 14 უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 1 686-ს შეადგენს, რაც ოლქში რეგისტრირებულთა 8,17 პროცენტია
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროის მონაცემებით, 14 უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 1 686-ს შეადგენს, რაც ოლქში რეგისტრირებულთა 8,17 პროცენტია

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, საერთო ჯამში, 14-ვე უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 1 686-ს შეადგენს, რაც ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 8,17%-ია.

მისივე თქმით, ორ უბანზე უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით, რაც ტექნიკურმა ჯგუფმა დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.

„მე-4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გულისხმობს იმას, რომ კენჭისყრის შენობაში გამოვიყენებთ როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმის მთვლელ აპარატებს. ვერიფიკაციის აპარატზე ამომრჩეველი რეგისტრატორ კომისიის წევრთან გაივლის რეგისტრაციას, ხოლო ხმისმთვლელი აპარატი ავტომატურად დაითვლის ნამდვილ, ბათილ ხმებს და მოგვცემს წინასწარ შედეგებს“, – განაცხადა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.