შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში ზაურ დარგალმა 51.19 პროცენტით გაიმარჯვა
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა.
სხდომის პირველი ნაწილი საჩივრების განხილვას, მეორე კი შემაჯამებელი ოქმის შედგენას დაეთმო. ოქმს ხელი არ მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა
მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დაგალმა ხმების 51.19 პროცენტით გაიმარჯვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღნაშენებლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.