„შეცვალეს“ აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მჯდომარე აქციას მართავენ
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან შეკრებილნი.
ისინი მოითხოვენ, საკრებულოს დეპუტატმა დატოვოს დეპუტატის მანდატი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს კაბინეტის დატოვებას სთხოვს საკრებულოს დაცვის სამსახური. მათი განმარტებით, აქტივისტებს არ აქვთ დეპუტატის სამუშაო კაბინეტში შესვლის უფლება.
თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.