შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი ორი კვირით გადაიდო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ორი კვირით გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობით მოსამართლეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მიმართა.
როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი აცხადებს, შემოსავლების სამსახური ფიქრობს, გაიხმოს თუ არა თავისი სარჩელი და შეწყდეს თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
„იქიდან გამომდინარე, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ერიცხება ბიუჯეტში ზედმეტობა იმ თანხის ოდენობით, რომელიც არის საგადასახადო დავის საგანი, შემოსავლების სამსახურმა დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა პროცესის ორი კვირით გადადება. ამ პერიოდში შემოსავლების სამსახურმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა იურიდიული ინტერესი ამ დავის გაგრძელებისა. სხდომა 22 ოქტომბერს 10 საათზე ჩატარდება დ გავიგებთ, შეწყდება თუ არა სასამართლო დავა. სამართლებრივად აღარ არსებობს არანაირი იურიდიული ინტერესი და ლოგიკური იქნება, რომ თავად გაითხოვონ სარჩელი.
შავი ზღვის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ოთარ გვაზავა ამბობს, რომ დავალიანების არ ქონის გამო, შავი ზღვის უნივერსიტეტს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გაუუქმა ყადაღის ბრძანება.
„თანხა 27 აგვისტოს გადავიხადეთ და გაურკვეველია ეს ორკვირიანი ვადა რისთვისაა საჭირო, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს პოზიცია გადამხდელის მიმართ უკვე დაფიქსირებული აქვს. ტექნიკური საკითხის მოგვარებას ორი კვირა არ სჭირდება“,-აცხადებს ოთარ გვაზავა,