შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სტუდენტებმა სიმბოლურად ის კედელი დაანგრიეს, რომელიც მათი თქმით, ცენტრმა პირველკურსელებს აუშენა და ამით განათლების მიღების უფლება შეუზღუდა.

სტუდენტებია მოთხოვნა უცვლელი რჩება. ისინი ითხოვენ, 2018-2019 სასწავლო წლებში უნივერსიტეტს მიეცეს პირველკურსელთა მიღების უფლება, რომელიც ავტორიზაციის ეროვნულმა საბჭომ 20 აგვისტოს, დავალიანების საფუძველზე შეუჩერა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა.

დატოვე კომენტარი