შატილის გზაზე დაშავებული მესამე მგზავრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს
შატილის გზაზე დაშავებული მესამე მგზავრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
კლინიკაში ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი ცოტა ხნის წინ შეყვანილი კიდევ ორი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი.