შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსებენ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა.