შარშანდელი საახალწლო განათებები თბილისის სხვადასხვა უბანში გადანაწილდება
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, საახალწლო განათებების შესყიდვებისთვის დაახლოებით სამი მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის ყველა უბანი საახალწლოდ ერთნაირად ვერ მოირთვება, რადგან ამის შესაძლებლობა არ არსებობს.
მისივე თქმით, შარშანდელი საახალწლო განათებები თბილისის სხვადასხვა უბანში გადანაწილდება.
„მგონია, რომ საკმაოდ ლამაზი იქნება ჩვენი ცენტრალური ქუჩა. ალბათ მოიწონებს ჩვენი დედაქალაქი.
დაახლოებით სამი მილიონი ლარი დაიხარჯა საახალწლო განათებების შესყიდვებისთვის. სამწუხაროდ, თბილისის ყველა რაიონი ვერ იქნება მორთული. ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს, თუმცა რაც გაგვაჩნია, მთავარია იქნება გემოვნებით გაკეთებული. შარშანდელი განათებები გადანაწილდება სხვადასხვა რაიონებსა და უბნებში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების დამონტაჟება მიმდინარეობს. საახალწლო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.