შარლ მიშელი - შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ
შარლ მიშელი - შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ

შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესება და ამასთან, აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დღეს სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა.

„შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ რეგიონში, სადაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმას. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთზე. მეტი იარაღი უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან გზაშია. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ახლახან დამტკიცდა“, – წერს შარლ მიშელი.

რუსეთის ძალებმა დონეცკის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმები დღეს განახორციელეს. მედიამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.