დონეცკის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, არის მსხვერპლი
დონეცკის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, არის მსხვერპლი

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელ ალექსანდრ კამიშინზე დაყრდნობით წერს, იერიშის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

„ეს არის რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურაზე და კრამატორსკის მოსახლეობაზე მიზანმიმართული დარტყმა“, – განაცხადა კამიშინმა.

თავის მხრივ, დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოს განცხადებით, რკინიგზის სადგურზე დარტყმა ისკანდერის ტიპის რაკეტით განხორციელდა. სარაკეტო იერიშის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან მიმდინარეობდა ხალხის უფრო უსაფრთხო ტერიტორიებზე ევაკუაცია.