შარლ მიშელი – შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ
შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მისი თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესება და ამასთან, აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დღეს სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა.
„შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ რეგიონში, სადაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმას. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთზე. მეტი იარაღი უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან გზაშია. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ახლახან დამტკიცდა“, – წერს შარლ მიშელი.
Horrifying to see Russia strike one of the main stations used by civilians evacuating the region where Russia is stepping up its attack.
Action is needed: more sanctions on Russia and more weapons to #Ukraine are under way from the EU. 5th package of EU sanctions just approved.
— Charles Michel (@eucopresident) April 8, 2022