შარაპოვამ შტუტგარტში წააგო და პირადი ანტირეკორდი გაიმეორა
შარაპოვამ შტუტგარტში წააგო და პირადი ანტირეკორდი გაიმეორა

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ პროფესიულ ტურში მორიგი მარცხი განიცადა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა შტუტგარტის ტურნირზე პირველივე წრის მატჩი დათმო. რუსმა 2 საათისა და 47 წუთის ბრძოლის შემდეგ, ფრანგ კაროლინ გარსიასთან წააგო – 6:3, 6:7(6), 4:6.

ამ წაგების შემდეგ, შარაპოვა რეიტინგის TOP50-დან გავარდება. ამ მომენტისთვის, რუს ჩოგბურთელს ზედიზედ ოთხი წაგება აქვს – ავსტრალიის ღიაზე მესამე წრეში დამარცხდა გერმანელ ანჟელიკ კერბერთან, დოჰაში პირველი წრე წააგო რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთან, ინდიან უელსში – იაპონელ ნაომი ოსაკასთან. შარაპოვასთვის ზედიზედ ოთხი მარცხი პირადი ანტირეკორდის გამეორებაა.