მარია შარაპოვამ ჩოგბურთიდან წასვლის მიზეზები ახსნა
მარია შარაპოვამ ჩოგბურთიდან წასვლის მიზეზები ახსნა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ ჟურნალ Inc-სთან ინტერვიუში გაამხილა, თუ რამ უბიძგა პროფესიული კარიერის დასრულებისკენ.

„მკაფიოდ უნდა გააცნობიერო, რას გრძნობ საკუთარ თავში. უნდა გესმოდეს, რას ლაპარაკობენ სხეული და გონება. უნდა იყო ძალიან გავლენიანი. ახლობელმა ადამიანებმა შეიძლება გიბიძგონ გადაწყვეტილების მიღებისკენ, მაგრამ, საბოლოოდ, კარიერას მარტო შენ მართავ და კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს გადაწყვეტილების მიღების დროს.

მე თითქმის დავკარგე კავშირი ტურნირებთან და არ ვგრძნობდი კონკურენციას. საბოლოოდ, გავაცნობიერე, რომ არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი და ღირებული რამ, და შემიძლია თავი სულ სხვა საქმეს მივუძღვნა“, – თქვა შარაპოვამ.

რუს ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში „დიდი სლემის“ ხუთი ტიტული აქვს მოგებული, სულ WTA-ის დონეზე 36 ტურნირი მოიგო და იყო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი.

შარაპოვამ კარიერა 2020 წლის 26 თებერვალს დაასრულა.