„როგორ უნდა დაემშვიდობო ერთადერთ ცხოვრებას, რომელიც იცოდი? – ციტირებს მარია შარაპოვას სიტყვებს Vanity Fair.
– როგორ უნდა წახვიდე კორტებიდან, სადაც ბავშვობიდან ვარჯიშობდი, თამაშიდან, რომელიც გიყვარს, რომელმაც სხვებისგან ფარულად ამდენი ცრემლი და ამდენი სიხარული მოგიტანა? სპორტი, სადაც ოჯახი და გულშემატკივრები იპოვე, რომლებიც 28 წლის განმავლობაში მხარს გიჭერდნენ?
ჩემთვის ეს სიახლეა, ასე რომ მომიტევეთ. მე ჩოგბურთს ვემშვიდობები.“
შარაპოვამ ბრწყინვალე კარიერაში არაერთი დიდი გამარჯვება იზეიმა, მათ შორის: ავსტრალიის ღია პირველობა, ამერიკის ღია პირველობა, „როლან გაროსი“და უიმბლდონი.
32 წლის შარაპოვა დღეს WTA რეიტნგში 145-ე ადგილზეა.