მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ გამოაცხადა, რომ მაიამის უმაღლესი კატეგორიის ტურნირს, რომელიც 20 მარტიდან 2 აპრილამდე გაიმართება, გამოტოვებს. ჩოგბურთელმა მიზეზად მხარის ტრავმა დაასახელა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ მარცხენა მხარის ტრავმის გამო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირის გამოტოვება მიწევს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე ტურში“, – განაცხადა შარაპოვამ ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე.
სპორტსმენი წინა ორ ტურნირზე – დოჰასა და ინდიან უელსში პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას. პირველ შემთხვევაში მან რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთან წააგო, მეორეში – იაპონელ კაომი ოსაკასთან. მაიამიში შარაპოვას ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი შეცვლის.