„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო დაკეტილმა შანხაის გასართობმა პარკმა, „დისნეილენდმა“ მუშაობა განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
11 მაისიდან შანხაის „დისნეილენდი“ 30%-იანი დატვირთვით იმუშავებს. ჩვეულებრივ, პარკს შეუძლია, ერთდროულად 80 ათასს ვიზიტორს უმასპინძლოს. ამას ემატება 12 ათასი თანამშრომელი, თუმცა როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, გახსნის დღეს „დისნეილენდში“ პარკის თანამშრომლების რაოდენობა სტუმრების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
ვიზიტორები ვალდებულები იქნებიან პირბადეები ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან. მათ პარკში შესვლისას სიცხეს გაუზომავენ.