კორონავირუსის გამო, პარიზის დისნეილენდის ხელახალი გახსნა 2 აპრილამდე გადაიდო
კორონავირუსის გამო, პარიზის დისნეილენდის ხელახალი გახსნა 2 აპრილამდე გადაიდო

პარიზის დისნეილენდის ხელახალი გახსნა „კოვიდ-19“-ის გამო 2 აპრილამდე გადაიდო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ დისნეილენდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ევროპაში არსებული მდგომარეობის გამო, პარიზის დისნეილენდი, როგორც დაგეგმილი იყო, 13 თებერვალს არ გაიხსნება. თუ მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენ პარიზის დისნეილენდს 2021 წლის 2 აპრილს ხელახლა გავხსნით“, – შესაბამისი განცხადება დისნეილენმა „ტვიტერში“ გაავრცელა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამ მილიონს აღწევს. პანდემიამ ქვეყანაში 70 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც „როიტერი“ წერს, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 422 000-ზე მეტ ადამიანს გაუკეთდა.

დატოვე კომენტარი