ევროპარლამენტის ასობით წევრი და თანამშრომელი სტრასბურგის ნაცვლად, პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდა
ევროპარლამენტის ასობით წევრი და თანამშრომელი სტრასბურგის ნაცვლად, პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდა

ევროპარლამენტის ასობით წევრი და თანამშრომელი სტრასბურგის ნაცვლად, პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდა.

ისინი ბრიუსელიდან სტრასბურგში სპეციალური მატარებლით მგზავრობდნენ, რომელიც თვეში ერთხელ ინიშნება ევროპარლამენტის წევრების ბელგიის დედაქალაქიდან საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გადასაყვანად.

ტექნიკური შეცდომის გამო, ევროპელი კანონმდებლები გასართობ პარკში მოხვდნენ.

„ჩვენ არ ვართ მიკი მაუსის პარლამენტი“, – დაწერა ევროპარლამენტში „მწვანეთა პარტიის“ წევრმა, დანიელ ფროინდმა სოციალურ ქსელში.

როგორც „ბიბისი“ წერს, დისნეილენდში გაჩერება ხანმოკლე აღმოჩნდა იმისთვის, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს და მათ თანაშემწეებს ატრაქციონები მოესინჯათ. შეყოვნება მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მატარებელი სტრასბურგში დაბრუნდა.