ოსკარს ევროპაში დაბრუნება უნდა
ოსკარს ევროპაში დაბრუნება უნდა

ჩინური „შანხაის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოსკარმა რომელიმე ევროპულ ლიგაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

„მართლაც მინდა ევროპაში დაბრუნება, მაგრამ ახლა არა. ამ მომენტისთვის ჩინეთში თავს კარგად ვგრძნობ, აქ მოქმედი კონტრაქტი მაქვს, რომელსაც, იმედია, ბოლომდე გამოვიმუშავებ. მქონდა ევროპაში დაბრუნების წინადადებები, მაგრამ ჯერ რთულია ამის გაკეთება. არსებობს გარკვეული წინაღობები. მაგრამ მას შემდეგ, რაც კონტრაქტი ამოიწურება, ვიფიქრებ ისევ ევროპაში თამაშზე.

რა თქმა უნდა, პირველი კლუბი, რომელსაც ევროპაში დასაბრუნებლად ავირჩევდი – ლონდონის „ჩელსია“. მაგრამ ბავშვობაში ბევრს ვაკვირდებოდი იტალიის ჩემპიონატს, რადგან იქ ბევრი ბრაზილიელი თამაშობდა. არის რამდენიმე იტალიური გუნდი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგალითად, „მილანი“ და „ინტერი“. ასე რომ, თუ ევროპაში დავბრუნდები, სერია A-ზე სერიოზულად ვიფიქრებ”, – თქვა ოსკარმა.

ჩინეთში გადაბარგებამდე 29 წლის ბრაზილიელი „ჩელსიში“ თამაშობდა. ლონდონურმა კლუბმა ის 2017 წელს 60 მილიონ ფუნტად გაყიდა „შანხაიში“.