შალვა თადუმაძე ვერ აკონკრეტებს, რეორგანიზაციის შედეგად, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს
მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ვერ აკონკრეტებს, მთავრობის რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად სამსახურს რამდენი ადამიანი დატოვებს და ამის შედეგად რა რაოდენობის საბიუჯეტო თანხები დაიზოგება.
როგორც ჟურნალისტებს თადუმაძემ განუცხადა, რეორგანიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც კანონი ძალაში შევა.
“უმუშევარი რამდენი ადამიანი დარჩება, ვერ ვიტყვი, მაგრამ რეორგანიზაცია შტატების შემცირებას ითვალისწინებს და ამისთვის კანონმდებლობით გაწერილი სამთვიანი ვადაა. რეორგანიზაციას რამდენი ადამიანი დაექვემდებარება, არ ვიცით, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, ამ პროცესს რამდენი ადამიანი მოჰყვება”,- განაცხადა თადუმაძემ.
თადუმაძე განმარტავს, რომ პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტს იმ სახით მიიღებს, როგორც არის წარდგენილი და მასში ცვლილებები რეორგანიზაციის შემდეგ შევა.